суббота, 12 марта 2011 г.

1.პროექტის დასახელება-,,ჩემი სკოლა,,
2პროექტის მთავარი იდეა –სკოლის ინფრასტრუქტურის, ისტორიისა და სასწავლო ცხოვრების ასახვა,სკოლა გუშინ და დღეს
3.პროექტის აქტუალობა–მოსწავლე ამზადებს პროექტს საკუთარი სკოლის უკეთ გაცნობის მიზნით,ეუფლება პროექტის პრეზენტაციისა და კრიტიკული აზროვნებისათვის საჭირო უნარ–ჩვევას.
4.პროექტის მიზნები–სასწავლო პროექტის აუდიტორიის წინაშე წარდგენა, წარმოდგენილი პროექტის კრიტიკული ანალიზი და შეფასება,პრეზენტაციისთვის საჭირო სტრატეგიების ფლობა,სკოლის უკეთ გაცნობა სწავლა–სწავლების გაუმჯობესების მიზნით
5.მონაწილეთა ასაკი–15–16 წელი
6.ვადები .ხანგრძლივობა–20 დღიდან 1თვემდე
7.მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას–ჯგუფი წარმოადგენს პროექტს ,,ჩემი სკოლა,, აუდიტორიის წინაშე, თანაკლასელები კრიტიკულად აანალიზებენ და აფასებენ წარმოდგენილ პროექტს.მოსწავლე  ამოიცნობს და  იყენებსპროექტის პრეზენტაციისთვის საჭირო ხერხებს,იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს პრეზენტაციისათვის.ქმნის სკოლის ცხოვრების ამსახველ ფოტოალბომს,წერს თანამედროვე მოსწავლისა და მასწავლებლის   ურთიერთობის  ამსახველ ესეს,მსჯელობს თემაზე სკოლა გუშინ და დღეს,აღნიშნავს განსხვავებას და აყალიბებს წერილობით.ჯგუფი უშვებს კედლის გაზეთს

8.პროექტისთვის საჭი                                                                                                                                                                                                   რო ძირითა დი რესურსები–წიგნი,რვეული,კალამი,სკოლის არქივი,შენობა,ფოტოაპარატი,კომპიუტერი

9.პროექტის მსვლელობა–.1.ჯგუფში შემავალ მოსწავლეთა რეგისტრაცია.
2.პროექტის თემის არჩევა
3.პროექტის შექმნისთვის საჭირო წყაროების მოძიება
4.ფოტომასალების შეგროვება ინტერნეტსა და სკოლის არქივში
5.საორიენტაციო კითხვები 1.:როდის დაარსდა სკოლა? 2. ვინ იყო პირველი დირექტორი?   3.როგორი იყო სკოლის ინფრასტრუქტურა ძველად დაროგორია დღეს? 4.მასწავლებელი,მოსწავლე და გაკვეთილი გუშინ და დღეს–რა შეიცვალა და რატომ?

5.მსჯელობა ბელ კაუფმანის წერილზე –,,წერილი ჩემს განსვენებულ მასწავლებელს,,
6..სკოლა ნ.დუმბაძის მოთხრობებში–მსგავსება და განსხვავება
7..რა მომწონს და რა არ მომწონს დღეს სკოლაში.8.როგორ აისახება ეპოქალური ცვლილებები სკოლაზე
9.პროექტის პრეზენტაცია და კედლის გაზეთის გამოშვება
10.საგნებთან,საგნობრივ . ჯგუფებთან/კავშირი–ისტ–მოსწავლე ეძებს მასალას ინტერნეტში,ისტორია–მოსწავლე არქივში მასალის მოძიებისა და კვლევის ელემენტებს ეჩვევა,მსჯელობს ეპოქათა თავისებურებებზე, ქართული ენა და ლიტერატურა–მოსწავლე წერს ესეს,წერილობით გადმოგვცემს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემურ საკითხებზე,იცავს ტექსტის წერილობით სტრუქტურას და ენობრივ ფორმას.

11.პროექტის ხელმძღვანელი–სოფიკო ხუნდაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა–sxundadse@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი,ბლოგი-www.sxundadse2011.blogspot.com